Iakob Gogebashvili Telavi State University
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ) ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო ცენტრია. უნივერსიტეტი ღირსეული გამგრძელებელია იყალთოს აკადემიის (XII საუკუნე). 1939 წლიდან იგი ატარებს დიდი ქართველი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის სახელს. დაარსებიდან 60 წლისთავზე, 1999 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი. უნივერსიტეტი ავტონომიური სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელია. უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს განახლებული პროგრამებით და იგი სამსაფეხურიანია: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო. უნივერსიტეტში მუშაობს აგრეთვე პროფესიული განათლების საფეხური.
Influence of the project on Institution
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემუშავდება ადაპტირებული მეთოდების, მასალების და ინსტრუმენტების პორტფელი ევროპულ უნივერსიტეტებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე. აკადემიური პერსონალი შეიმუშავებს კურსების კონცეფციებსა და მეთოდებს და ფოკუსირდება მრავალფეროვნების ადგილობრივ კონტექსტზე. კურსების ფარგლებში კი შეიქმნება სამეცნიერო საგნების მიმართულების სხვადასხვა სასწავლო მასალები თანამედროვე ტექნოლგიების გამოყენებით.
Network – local partners
Nino Modebadze
მე ვარ ნინო მოდებაძე, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. ჩემი სადისერტაციო ნაშრომის ძირითადი კვლევა მოიცავს ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილებზე მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესების განვითარების სტრატეგიების ძიებას, რომელიც პასიური საგანმანათლებლო პროცესით ვერ მიიღწევა. ჩვენ უნდა ჩამოვუყალიბოთ მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტებს ინტერაქტიური გაკვეთილების წარმართვის უნარები უნივერსიტეტში სწავლის, ან მოქმედ მასწავლებელთა გადამზადების პროცესში. ეს პროექტი კარგი შანსია, რომ მასწავლებელთა მომზადება-გადამზადების პროცესები განვითარდეს თელავის უნივერსიტეტში და ზოგადად საქართველოში. პროექტის ფარგლებში აღჭურვილი ბუნებისმცოდნეობის ლაბორატორია და დატრენინგებული პერსონალი ამის იმედს გვაძლევს.
Tamar Mikeladze
გამარჯობა, მე ვარ თამარ, ასოცირებული პროფესორი განათლების სფეროში, ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკაში. მე ყოველთვის მაინტერესებდა უცხოური ენის სწავლება სხვადასხვა რესურსების საშუალებით და ეს პროექტი არის შესანიშნავი შესაძლებლობა კულტურულ და ენობრივად მრავალფეროვან გარემოში ინტერდისციპლინარული მიდგომის ინტეგრირებისთვის.
Natela (Natia) Bagatrishvili
მე ვარ ნათია ბაღათრიშვილი, განათლების დოქტორი. ჩემი კვლევითი საქმიანობა საბუნებისმეტყველო განათლებას უკავშირდება. მუდმივად ვეძიებ იმ ფაქტორებს, რომლებიც სტუდენტზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. მთავარი პრიორიტეტი კი სტუდენტთა ინტერესების დადგენა და კვლევითი საქმიანობით საბუნებისმეტყველო საგნების მიმართმათი მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვაა. სიამოვნებით ვიღებ ახალ გამოწვევას, რათა საბუნებისმეტყველო საგნებთან მრავალფეროვანი ენობრივი და კულტურული კომპონენტის ინტეგრირებით კიდევ უფრო საინტერესო და ახლობელი (ორგანული) გახდეს სწავლა-სწავლება მასწავლებლობის მსურველთათვის, მასწავლებლებისათვის და აკადემიურ პერსონალისთვის.



