Ilia State University
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაფუძნდა 2006 წელს განსხვავებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე 6 ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესორთა კავშირს – მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლებისა და მკვლევრების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელშიც 15000 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს და 988 აკადემიური პერსონალია დასაქმებული.
Influence of the project on Institution
ESTA – ს ფარგლებში ვიმუშავებთ საერთაშიროსო კონსორციუმთან ერთად სამი წლის განმავლობაში. ჩვენ ერთად მოვამზადებთ მოსწავლეზე ორიენტირებულ აქტივობებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, რომლებიც ითვალისწინებს კლასში არსებულ მრავალფეროვნებას, ასევე შევიმუშავებთ ახალ კურსებს და მასალებს მომავალი და პრაქტიკოსი საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის.
Network – local partners
ათასწლეულის სკოლა
მარნეულის მე-2 საჯარო სკოლა
Prof. Dr. Marika Kapanadze
მე ვარ მარიკა კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით. 2011 წლიდან ვხელმძღვანელობ საბუნებისმეტყველო განათლების კვლევით ცენტრს – SALiS. ჩემი კვლევის სფეროებია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, კვლევაზე დაფუძნებული სწავლება და მასწავლებელთა დამოკიდებულებებისა და სტუდენტთა ინტერესის შესწავლა საბუნებისმეტყველო განათლების მიმართ. მოუთმენლად ველი ახალი და ინოვაციური ინდერდისციპლინარული (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ენები, ინტერკულტურული განათლება) პროგრამების შექმნას ESTA-ს კონსორციუმთან ერთად.
Prof. Dr. Ekaterine Shaverdashvili
მე ვარ ეკატერინე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი განათლების მეცნიერებებში. ვხელმძღვანელობ ინოვაციური განათლების კვლევით ცენტრს და ჩემი კვლევის სფეროებია: უცხო და მეორე ენის დიდაქტიკა; ენების პოლიტიკა და ღირებულებითი განათლება. ბოლო წლებში დავინტერესდი CLIL მეთოდით და მინდა, ვიმუშაო საბუნებისმეტყველო საგნებისა და უცხო/მეორე ენისა ინტეგრირებულ სწავლებაზე ამ მეთოდით. პროექტში ჩემი მონაწილეობა მიზნად ისახავს, უპირველეს ყოვლისა, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას და სიახლეების გაცნობას.
Assist. Prof. Dr. Tinatin Kiguradze
მე მქვია თიკო და ვმუშაობ მასწავლებლის მომზადების პროგრამებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში: ქართულის, როგორც მეორე და უცხო ენის სწავლება და გერმანული, როგორც უცხო ენა. CLIL-ით დავინტერესდი ჯერ კიდევ ტემპუსის პროექტის ფარგლებში, რომელიც ეხებოდა საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისთვის მულტილინგვური სწავლების განვითარებას: ენის სწავლა-სწავლება გარკვეული მიზნით (მაგ. ქიმიის, ისტორიის დარგობრივი ტექსტების გაგება) უფრო ეფექტური ჩანს, ვიდრე წლების მანძილზე ენის გაკვეთილი „ენის სწავლების მიზნით“. ვინაიდან დღეს CLIL სულ უფრო პოპულარული ხდება, ბევრი კარგი და ბევრიც ნაკლებად ეფექტური მიმართულებები/შემთხვევები არსებობს სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის. ამ პროექტის ფარგლებში მაინტერესებს უფრო მჭირდო კავშირი კოლეგების ფართო წრესთან, ამ მიმართულებით ცალკეულ საკითხებზე დისკუსიისა და ცოდნა-გამოცდილების გაცვლა-გაზიარების მიზნით.
Ekaterine Slovinsky
მე ვარ ეკატერინე სლოვინსკი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვარ მოწვეული ლექტორი და საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის – SALiS- ის წევრი. როგორც მკვლევარი ჩემი ინტერესს წარმოადგენს საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით მოსწავლეების მოტივაციის, კონტექსტზე დაფუძნებული და კვლევაზე დაფუძნებული მიდგემობეის კვლევა. მაქვს მარავალფეროვანი გამოცდილება საბუნებისმეტყველო განათლების სფეროში, როგორც მასწავლებლის, აკადემიური კონსულტანტის, ეროვნული სასწავლო გეგმების შემმუშავებლის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სახელმძღვანელოების შემფასებლის, მოქმედი და მომავალი მასწავლებელთა ტრენერის. ჩემი საქმიანობის განმავლობაში ხშირად ვაწყდებოდი საბუნებისმეტყველო შინაარსის სწავლის პრობლემების მქონე მოსწავლეებს, რომლთა სწავლის სირთულეები გამოწვეული იყო ენობრივი ბარიერით. იმედი მაქვს, რომ პროექტი ESTA-ს ფარგლებში, კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე, შევქმნით ბუნებისმეტყვლებისა და ენის ინტეგრირებული სწავლებისთვის მნიშვნელოვან რესურსებს.




